LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მხიარული, კომუნიკაბელური და მრავალმხრივ განვითარებული ტყუპები – ასტრომაგია

21
sofia_bzekalav

18 ივნისს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც ტყუპებს მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ მსახიობ თაკო კორინთელს უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად განიხილა ყველაზე მხიარული, კომუნიკაბელური და მრავალმხრივ განვითარებული ზოდიაქოს ნიშნის ძირითადი მახასიათებლები, დადებითი და უარყოფითი თვისებები.

უპასუხისმგებლო, თავქარიანი ტყუპები 

ზოდიაქოს მესამე ნიშანი, რომელსაც ინტელექტსა და გონიერებაზე, კონტაქტებსა და კომუნიკაციებზე პასუხისმგებელი მერკურის მფარველობს, საუკეთესო შუამავალია, რადგან ყოველთვის ბრეყინვალედ გამოსდის ინფორმაციის მოძიება, თავმოყრა და გადაცემა. მართალია, ბევრი თვლის, რომ ტყუპებს ჭორაობა უყვართ, მაგრამ სინამდვილეში, მათ ინფორმაციის მიწოდება, საუბარი და სხვისთვის აზრის გაზიარება, კითხვა და ცოდნის შეძენა მოსწონთ. ტყუპებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანებთან კონტაქტი, მუდმივად ახალი ნაცნობების შეძენა და ნამდვილი კოშმარია რაიმეს არ ცოდნა ან საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა.  სხვათაშორის, ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით უამრავი ჟურნალისტი და მწერალი იბადება, რადგან სწორედ ამ სფეროში გრძნობენ თავს ყველაზე ლაღად და კომფორტულად.

ცვალებადი ხასიათის ტყუპებს, რომელთაც ბევრი უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს, ნაკლებად ახასიათებთ დეპრესიულობა და ხანგრძლივი განცდა, საოცრად მობილური და მოუსვენრები სულ მოძრაობაში არიან და კალიდოსკოპიური სისწრაფით ეცვლებათ განწყობა, არ უყვართ ერთფეროვნება, ყოველდღიური რუტინა და მუდმივად ერთი და იმავეს კეთება, ყველაფერი სწრაფად ბეზრდებათ და უჭირთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ასტროლოგები ხუმრობენ კიდეც, რომ ტყუპების მიტოვებული საქმეს ყოველთვის კურო და კირჩხიბი ასრულებს.

თაკო კორინთელი: ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელია რუტინა, სულ ახლის ძიებაში ვარ და მუდმივად ახალ პროფესიას ვირგებ. დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები მაქვს და უამრავი რამის კეთება შემიძლია. საქმის ბოლომდე მიყვანა მეც ძალიან მიჭირს, რადგან სწრაფად ვკარგავ ხალისს და ინტერესს, თუმცა სხვას არასდროს ვუტოვებ ჩემს გასაკეთებელ საქმეს. ზოგადად ტყუპები ძალიან ნიჭიერები ვართ, მთავარია ინტერესი და საქმის კეთების სურვილი ჰქონდეს.

გონებამახვილი, ყურადღებიანი ტყუპები 

მდიდარი ფანტაზიის და ბრწყინვალე ინტელექტის წყალობით, ტყუპები იდეების საუკეთესო გენერატორები არიან, თუმცა ყველაფერი ავიწყდებათ და ჩანაფიქრსაც იშვიათად ახორციელებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამჭრიახი გონება და მახვილი თვალია, საოცრად ყურადღებიანია და იმ დეტალებსაც ამჩნევს, რასაც სხვა არასდროს აქცევს ყურადღებას. მართალია, ხმამაღლა არასდროს ამბობს, მაგრამ შეუძლებელია რაიმე გამოეპაროს. მას, ვისაც ტყუპებთან ხშირი ურთიერთობა აქვს, შემჩნეული ექნება, რომ მოუსვენარი ტყუპები მუდმივად პოზას იცვლიან, თვალებს აცეცებენ და ყველაფერს ათვალიერებენ. თუმცა, მათი ცვალებადობა არ ნიშნავს არასტაბილურობას, რადგან ცნობისმოყვარე ტყუპები სწორედ სიახლეებით ცდილობენ გაზრდას და განვითარებას.

ტყუპები საოცარი მანიპულატორები არიან, არასდროს განიცდიან სხვათა გავლენას, თუმცა ყოველთვის შეუმჩნევლად აქცევენ სხვებს საკუთარი გავლენის ქვეშ. ე.წ. „დუბლირების“ ოსტატებს მიბაძვის და ზუსტად კოპირების საოცარი ნიჭი აქვთ, ბრწყინვალე მსახიობები და პაროდისტები არიან, სწრაფი და მოქნილი ხელების წყალობით კი, საუკეთესო სტილისტებად და ვიზაჟისტებად, ქირურგებად და პლასტიკურ ქირურგებად ითვლებიან, მართალია, ნაკლებად ერკვევიან ტექნიკაში, მაგრამ ინტუიციის წყალობით ყოველთვის სწრაფად უღებენ ალღოს ნებისმიერ მოწყობილობას.

ჰაეროვანი ტყუპები 

ჰაერის სტიქიის წარმოამადგენელი ტყუპები არასდროს მორცხვობენ, ნებისმიერთან მარტივად პოულობენ საერთო ენას და ამყარებენ კონტაქტს, ამიტომ, ყოველთვის უამრავი ნაცნობი და მეგობარი ჰყავთ, უყვართ მოვლენების ეპიცენტრში,„მთავარ გმირად“ ყოფნა და სურვილის შემთხვევაში, ყოველთვის მარტივად ახერხებენ გარშემომყოოფთა ყურადღების მიქცევას. მართალია, ჰაერონვების და სიმსუბუქის წყალობით, ბევრი ტყუპებს არაადეკვატურობას აბრალებს, რადგან არასდროს განიცდიან იმას, რაზეც სხვას განგაშის ატეხა სჩვევია, მაგრამ სინამდვილეში, ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ემოციურია, უბრალოდ კარგად გამოსდის გრძნობების და ემოციების დამალვა.

თაკო კორინთელი: მორცხვი ნამდვილად არ ვარ, მეც ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობების შეძენა.

ტყუპების პირადი ცხოვრება 

საოცრად მოქნილ ტყუპებს, რომელთაც არასდროს უჭირთ ახალ გარემოში ადაპტირება,   ზოდიაქოს ყველა ნიშანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, თუმცა, იშვიათად ცდილობენ ვინმესთან დაახლოვებას, ნაკლებად ინტერესდებიან სხვისი ცხოვრებით და სწრაფად ბეზრდებათ სხვათა პრობლემების მოსმენა, ყველაფერში სიმსუბუქეს ეძებენ და ხშირად ზედაპირული, არასტაბილური ადამიანების სთაბეჭდილებას ტოვებენ.

ძალიან მარტივია ზოდიაქოს ამ ნიშანთან ურთიერთობა, რადგან საოცრად ლაღი და თავისუფალია, არ აქვს კომპლექსები და ნაკლებად ახასიათებს სტერეოტიპული აზროვნება, არასდროს ეჭვიანობს და არ უყვარს შეკითხვებით თავის მობეზრება, სწრაფად ივიწყებს წყენას და არასდროს ფიქრობს სამაგიოეროს გადახდას, რადგან საკუთარი იდეებითა და ინტერესებით გართულს, უბრალოდ დრო არ რჩება „ვენდეტასთვის“.

სხვა მუტაბელური ნიშნების მსგავსად, ტყუპებიც მაძიებელია, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმება, რადგან საკუთართან ერთად, სხვის თავისუფლებასაც დიდად აფასებს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ეცდება მოერგოს პარტნიორს, თუმცა, ადრე თუ გვიან მაინც თავისუფლების სიყვარული სძლევს და სინანულის გარეშე დატოვებს ერთ დროს „დიდ სიყვარულს“, სწრაფად დაივიწყებს ძველს და დაიწყებს ახალს, ნაკლებად ინერვიულებს და სიამოვნებით იმეგობრებს ყოფილ პარტნიორთან.

ასტროლოგების მტკიცებით, ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები ყველაზე ქალურები არიან. მართალია, ნაკლებად კეკლუცობენ, მაგრამ თანდაყოლილი შარმის წყალობით, მაინც სწრაფად ხიბლავენ მამაკაცებს. ძლიერი სქესის წარმომადგენლები კი, თავისუფალი, საკმაოდ თავქარიანები არიან, უჭირთ პარტნიორებს შორის არჩევანის გაკეთება და არასდროს ნაღვლობენ დანაკარგზე. სხვათაშორის, ტყუპი-მამაკაცები ხშირად უკავშირებენ საკუთარ ბედს უფროს ქალბატონებს, რადგან მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის ინტელექტი და ცხოვრებისეული გამოცდილება.

მართალია, იდეალური პარტნიორი ტყუპებისთვის გაწონასწორებული ადამიანია, ის, ვინც  არ ეჭვიანობს და არ ზღუდავს მათ თავისუფლებას, მაგრამ უმთავრესი მაინც მეორე ნახევრის გონიერება, ინტელექტია, რადგან ტყუპებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რჩეულთან საერთო ენის გამონახვა, საინტერესო დიალოგის გამართვა და არასდროს იხიბლება პარტნიორის გარეგნობით, თუ ის სიტყვაძუნწი ან ნაკლებად განათლებულია.

კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ტყუპები ყოველთვის კარიერას ირჩევენ, რადგან საოცარი ინტელექტის პატრონებს მუდმივი განვითარება სჭირდებათ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ორივე ფრონზე აღწევენ წარმატებას. მსუბუქად, ლაღად ზრდიან ბავშვებს და ყოველთვის საუკეთესო მეგობრები არიან შვილებისთვის.

საუკეთესო პარტნიორები ტყუპებისთვის 

საუკეთესო პარტნიორებად ტყუპებისთვის ვერძი და მშვილდოსანი, სასწორი და მერწყული ითვლება, მეტნაკლებად ერგება მომიჯნავე კირჩხიბი, თუმცა უკეთესია ქალი იყოს ტყუპები, მამაკაცი კი, კირჩხიბის ნიშნით დაბადებული. იდეალურ წყვილს ქმნიან მამაკაცი ლომი და ქალი ტყუპები,  რადგან მხოლოდ ტყუპებს შეუძლიათ, ლომით მანიპილირება და შეუმჩნევლად, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მისი „თათებზე დაყენება“.

რჩევები ტყუპებს 

მართალია, ტყუპებს ერთი შეხედვით საკმაოდ კრიზისული პერიოდი აქვთ, თუმცა არ უნდა აღელვდნენ, რადგან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდიან, რაც 2020 წლის მარტისთვის აუცილებლად სასიკეთო შედეგით დასრულდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები