LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლები – ავტოსთორი

7
Renault-Nissan-Mitsubishi-Launches-Alliance-Intelligent-Cloud-on-Microsoft-Azure

ათწლეულების მანძილზე ავტოსამყაროში ავტომწარმოებელთა მეფეს მეფე ცვლიდა. დღემდე იქმნება ავტო-იმპერიები და რჩებიან ლეგენდები. ვინც ცვლის სტანდარტებს და წერს ახალ წესებს… ამბობენ ახალ სიტყვას და ქმნიან ისტორიას.

ბევრი საავტომობილო ექსპერტი მსოფლიო ავტომწარმოებლებში პირველობას Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსს ანიჭებს. 2016 წელს ფრანგულ-იაპონურმა კომპანია Renault-Nissan-მა Mitsubishi შთანთქა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში სახელწოდება Renault-Nissan-Mitsubishi-ით შეიცვალა.

კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს მათ 10,61 მილიონი მსუბუქი ავტომობილი და მცირეტონიანი სატვირთო ავტომობილი გაყიდეს. კომპანიაც და მასთან ერთად ბევრი ექსპერტიც გაყიდული ავტომობილების რაოდენობით ლიდერად სწორედ Renault-Nissan-Mitsubishi-ს მიიჩნევენ.

იმავდროულად, გერმანულმა Volkswagen-მა განაცხადა, რომ 2017 წელს რეკორდული რაოდენობის, 10,74 მილიონი ავტომობილი გაყიდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მედიასაშუალება და დარგის პეციალისტი პირველ ადგილს მაინც Renault-Nissan-Mitsubishi-ს, ხოლო Volkswagen-ს მეორე ადგილს ანიჭებენ. საქმე ის არის, რომ ეს რეიტინგი არ ითვალისწინებს დიდი სატვირთო ვტომობილების და ავტობუსების გაყიდვას. Volkswagen-ი კი თავისი გაყიდვების ანგარიშში ითვალისწინებს მათ შორის დიდი სატვირთო ავტომობლების რეალიზაციასაც. ამიტომ ის მედია საშუალეები, რომლებიც ამ ნიუანსს არ ითვალისწინებენ გაყიდვების მხრივ ლიდერად Volkswagen-ს ასახელებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები