LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგანმავალების ოთხი მეთაური – ავტოსთორი

5
Untitled design

ძალა, გამძლეობა, უნივერსალურობა, დაუოკებელი ენერგია – ის, რაც გამოარჩევს მათ სხვა დანარჩენისგან… ისინი წაგიყვანენ ყველგან.

მათ ვხვდებით მაშინ, როდესაც პრაქტიკულობასა და ვიზუალს გავაერთიანებთ, ის ჩვენი მეტალის ჯავშანია მაშინ, თუ გვსურს ვიყოთ დაუპატიჟებელი ვიზიტორები არასტუმართმოყვარე სივრცეებში.

ეს არის ავტოსთორი და ბევრი საუბრის გარეშე გაგიმხელთ – ეს პოდკასტი ეხება ყველგანმავლებს.

  1. Toyota Land Cruiser

საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს საიმისოდ, თუ რატომ იყენებენ ,,ლენდ კრუიზერებს” ასე თამამად მსოფლიოს ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილებში, ფაქტი მხოლოდ თქმულებად არ რჩება. ლენდ კრუიზერის შესაძლებლობები მის ფასშიც გამოიხატება

  1. Mercedes G 350 d

G 350 შესანიშნავია არასტანდარტულ გზებზე და ,,G-კლასებს” შორის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურიც გახლავთ. სხვათა შორის ჯი 350 როლინგ სტოუნზის კით რიჩარდსის ერთ ერთი საყვარელი ავტომობილია

  1. Land Rover Defender 90 Station Wagon

გამოცდილი, მუშა ულაყი ,,ლენდ როვერის” ველური რემადან. ამ ლეგენდარული ბრიტანული ყველგანმავლის წარმოება 2016 წლის დასაწყისში კი შეწყდა, მაგრამ მეორადი ავტომობილების ბაზარზე ,,დეფენდერები”, რა თქმა უნდა, არსებობს და კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს. და საერთოდ, ეს არის საკულტო ავტომობილი, რომლის შეცვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია.

  1. Land Rover Discovery 3.0 SDV6

ლენდ როვერი – სიტყვათა თანწყობილებაც სწორედ იმას ამბობს, რასაც ავტომობილი თავად წარმოადგენს – მიწაზე მოხეტიალე – დისქავერი ცნობილია გრანდიოზული ოფროუდ-შესაძლებლობებით, შესანიშნავი კომფორტით და უნაკლო მდიდრულობით

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები