LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების თანდაყოლილი ნიჭი და შესაძლებლობები – „ასტრომაგია“

53
bzekalava_1

26 ნოემბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ თანდაყოლილი ნიჭის, ტალანტის მიხედვით განიხილა ზოდიაქოს ნიშნები და მათ ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ზოდიაქოს ნიშნების ინდივიდუალური შესაძლებლობები 

ზოდიაქოს ყველა ნიშანი წინასწარ განსაზღვრული ნიჭით და უკვე შექმნილ „დეკორაციაში“ იბადება, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენით უნდა დაიმკვიდროს თავი. გასათვალისწინებელია, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს თავისი „ოპოზიციონერი“  ნიშანი ჰყავს, რომლის თვისებები უნდა გააძლიეროს საკუთარ თავში. მართალია, ანტაგონისტი ნიშნები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ხშირად ძალიან უჭირთ ურთიერთობა, მაგრამ კომპრომისის მოძიების შემთხვევაში, აუცილებლად საუკეთესო ტანდემს შექმნიან, როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში.

ვერძი – ეგოისტი ვერძისთვის, რომელიც არც უკან იხევს, არც სხვის სურვილებს უწევს ანგარიშს, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება.  სწორედ ეგოიზმი განასხვავებს ვერძს ანტაგონისტი სასწორისგან, რომელიც ყოველთვის თავისუფლად თმობს, სულ სხვის სიამოვნებაზე ზრუნავს და ხშირად თვითონ იჩაგრება. ვერძის მთავარ ღირსებად ენთუზიაზმი, პრინციპულობა, ბრძოლისუნარიანობა და უსაზღვრო ოპტიმიზმი შეიძლება ჩაითვალოს, არასდროს უფრთხის სიახლეს და სულ გამოწვევების ძიებაშია, რადგან უკონკურენტო გარემოში საქმიანობა მისთვის დამღლელი და საშინლად მოსაწყენია.

კურო – მიწის სტიქიის წარმომადგენელ კუროს, რომელსაც პლანეტა ვენერა მფარველობს სიმშვიდე და სტაბილურობა ხიბლავს, არ უყვარს რისკი, უფრთხის სიახლეებს და მოულოდნელ ცვლილებებს, რაც ხშირად წინსვლასა და განვითარებაში აფერხებს. კურო რადიკალურად განსხვავდება ანტაგონისტი მორიელისგან, რომელიც მუდმივად ზღვარზე ცხოვრობს, უყვარს რისკი და მუდმივად თავგადასავლებში, ხიფათში ებმება. კუროს მთავარი ღირსება კომფორტული გარემოს, სტაბილური ურთიერთობის შექმნის ნიჭია, რომელსაც ყოველთვის ეტაბობრივად, ნელა და აუჩქარებლად აშენებს.

ტყუპუპები – მერკურით მართულ, ცნობისმოყვარე და მოუსვენარ ტყუპებს უამრავი „ალტერ ეგო“აქვთ და მუდმივად სიახლის ძიებაში არიან, ხშირად იცვლიან გარეგნობას, სახლს, სამსახურს და პარტნიორებს. გონიერი ტყუპების მთავარი ღირსება კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების ნიჭია, ამიტომ საუკეთესო შუამავალი და მომრიგებელია. ყველა წვრილმანს ამჩნევეს, ადვილად  ადაპტირებს და ერგება უცხო გარემოს, სწრაფად და უშეცდომოდ განსაზღვრავს ახალ პირობებს, თუმცა ყველაფერი მალე ბეზრდება, ამიტომ ყველაზე უკეთ იმ სფეროში გრძნობს თავს, სადაც ყოველდღე ახალ შთაბეჭდილებებს, გამოცდილებას იძენს, ხშირად მოგზაურობს და ინტენსიურად ურთიერთობს ადამიანებთან.

კირჩხიბი – მეოჯახე კირჩხიბის ყველაზე დიდი ტალანტი სხვებზე ზრუნვა და პატრონობაა, ყოველთვის თავისუფლად შეუძლია ახლობლებისთვის თავის გადადება და ნებისმიერი ხიფათისგან დაცული გარემოს შექმნა, რადგან მისთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ საყვარელი ადამიანების უსაფრთხოებაა. სხვათაშორის, კირჩხიბის ნიშანი ასტროლოგიაში კუჭის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ ძალიან უყვარს გამასპინძლება, სხვათა გამოკვება და დაპურება, თუმცა საკმაოდ ინფანტილურია, რაც ოპოზიციონერი თხის რქის პრაგმატულობით, ორგანიზებულობით და ცხოვრების მიმართ ზრდასრული დამოკიდებულებით უნდა დააბალანსოს.

ლომი – მართალია, უსაზღვროდ ნიჭიერ, თავდაჯერებულ ლომს უამრავი ღირსება აქვს, მაგრამ მის მთავარ ტალანტად მაინც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ითვლება. ლომს დაბადებიდან სჯერა, რომ სამყარო მის ვალშია და მუდმივად აპლოდისმენტებით უნდა გაანებივროს, დღესაწაულის შექმნის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს, რადგან მზის ენერგეტიკის პატრონი, თვითონაა „მოსიარულე დღესასწაული“. სხვათაშორის, სწორედ ლომის ნიშნით იბადებიან შოუბიზნესის საუკეთესო წარმომადგენლები.

ქალწული – მსახურის სიმბოლოდ ქცეული ქალწული მეტწილად მედიკოსების ოჯახში იბადება ან ბავშვობიდან ზრუნავს უმცროს და-ძმაზე, ძალიან მოსწონს სხვისი დახმარება და სასარგებლო საქმის კეთება, ამიტომ ყოველთვის იმ სფეროს ეძებს, სადაც ყველაფრის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას შეძლებს.

სასწორი – დიპლომატ, საუკეთესო მრჩეველ ქალწულს მეტწილად ხელოვანებს შორის უწევს თვითდამკვიდრება, ამიტომ თვითონაც იმ სფეროში საქმიანობს, სადაც სიამოვნებით ასწავლის სხვას სილამაზის შექმნის ხელოვნებას, თუმცა არც ფსიქოლოგობასა და იურისტობაზე ამბობენ უარს. აღსანიშნავია, რომ სასწორი, რომელიც თანდაყოლილი მორალური პრინციპებით გამოირჩევა, მოსმენაც შეუძლია და სასარგებლო რჩევის მიცემაც, საკუთარ თავსაც ობიექტურად აფასებს და სხვის შეხედულებებს, მოსაზრებებსაც დიდ პატივს სცემს.

მორიელი – ტრანსფორმაციის, სექსის, გარდაცვალების და ფულის სიმბოლოდ წოდებული მორიელის დაბადება ყოველთვის ოჯახის წევრის სერიოზულ ტრანსფორმაციას ემთხვევა, რაც პოზიტიურიც შეიძლება იყოს და ნეგატიურიც. მის მთავარ ტალანტად ბრძოლისუნარიანობა, სიმტკიცე და გამძლეობა შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მორალური და სულიერი ტრავმების მკიუხედავად, ყოველთვის ახერხებს ფეხზე დადგომას და უფრო მეტად გაძლიერებას.

მშვილდოსანი – გამარჯვების და წარმატების პალნეტის – იუპიტერის მიერ მართული მშვილდოსანი საოცარი ოპტიმისტი, ძალიან ამბიციური და ქარიზმატულია, ადვილად გამოსდის ადამიანიების კეთილგანწყობის და პატივისცემის დამსახურება. მართალია, ფილოსოფიური აზროვნება აქვს, მაგრამ მისი მონოლოგები ხშირად ემსგავსება დემაგოგიას, რადგან ძალიან უყვარს სხვისთვის რჩევის მიცემა და ჭკუის სწავლება. მშვილდოსნის მთავარ ღირსებად ყველაფრის იუმორით, პოზიტიურად დანახვის უნარია, მეტიც, ყველაზე ბევრს  მაშინ იცინის და ხალისობს, როცა ძალიან უჭირს, რადგან სწორედ ასე ცდილობს ცუდი განწყობის და მძიმე პერიოდის დაძლევას.

თხის რქა – პლანეტა სატურნით მართული თხის რქა კარიერული ამბიციებით ხასიათდება, ვერასდროს დაიკვეხნის განსაკუთრებული ოპტიმიზმით, დამარცხების შემთხვევაში კი, გულსაც იცრუებს ძველ მიზნებსა და სურვილებზე. თხის რქის მთავარი ღირსება ერთგულებაა, რადგან არც ადამიანებს ღალატობს, არც ერთხელ არჩეულ პროფესიას, რასდროს გაურბის ვალდებულებებს და საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობას, თუმცა ანტაგონისტი კირჩხიბისგან განსხვავებით ძალიან უჭირს ემოციების და იმ სითბოს გამოხატვა, რომელსაც საყვარელი ადამიანების მიმართ გრძნობს.

მერწყული – საოცრად ნიჭიერი მერწყულის ნიშნით უამრავი ვუნდერკინდი იბადება, რომლებიც ერთი შეხედვით აბსურდული, უტოპიური, თუმცა მომავალში გენიოსური იდეებით ხშირად დროსა და საკუთარ ეპოქასაც კი უსწრებენ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მომავლის პლანეტის – ურანის მიერ იმართება. მართალია, მერწყულს ყოველთვის გრანდიოზული იდეები აქვს, მაგრამ ორგანიზატორულ ნიჭს მოკლებულს ძალიან უჭირს მათი განხორციელება.

თევზები – ქაოსის და სიცრუის სიმბოლოდ ცნობილი ნეპტუნის მიერ მართული თევზები, პირველ რიგში საკუთარი თავის მოტყუებისკენაა მიდრეკილი, მუდმივად ილუზიებით ცხოვრობს და ძალიან უჭირს რეალობისთვის თვალის გასწორება, ამიტომ მეტწილად ხელოვნებაში პოულობს საკუთარ ადგილს. სხვათასორის, თევზები უამრავი უნიკალური ნიჭით არიან დაჯილდოვებული, თუმცა თვითონაც ვერ აცნობიერებენ, რამდენად ბევრის გაკეთება შეუძლიათ, რადგან ძალიან უჭირთ საკუთარი თავის პოვნა, არასდროს იციან რა უნდათ და მეტწილად დინებას მიჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი საოცრად ტოლერანტული და ემპათიურია, განურჩევლად ყველას უთანაგრძნობს და ცდილობს მათ დახმარებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები