LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა და ყველაზე რთული წყვილები  – ასტრომაგია

361
sofia-bzekalava

22 იანვარს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ დეტალურად განმარტა მთვარის დაბნელების მნიშვნელობა და ზოგადად მიმოიხილა ზოდიაქოს ნიშანთა თავსებადობა.

მთვარის დაბნელება 

როგორც წესი, მთვარის დაბნელება ნეგატიური მოვლენების პიკს ემთხვევა, რომლებიც მანამდეც ვითარდება, მთვარის დაბნელებისას კი, კულმინაციას აღწევს. 21 იანვრის მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა (რაც ჩვეულებრივ ერთმანეთს ემთხვევა) ემოციურად რთული და მეტად დატვირთული დღე აღმოჩნდა, რასაც ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში აღნიშნავდნენ ასტროლოგები. არანაკლებ მძიმე იქნება 2019 წლის ივნისი და დეკემბერი, როცა მთვარე მორიგი დაბნელებით შეგვახსენებს თავს.

აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელება 9 ან 18-წლიანი ციკლით ხასიათდება. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან მომავალი 9 და 18 წლის მანძილზე იგივე მოვლენები ან განმეორდება ან საერთოდ დასრულდება. ამასთანავე, გაიხსენეთ 2000, 2009 წლები და შეადარეთ მიმდინარე წლის იანვარს. რა თქმა უნდა, არაა აუცილებელი იმავე ინტენსივობით განმეორდეს ნეგატიური მოვლენები, მაგრამ თუ სამყარომ მსგავსი გამოცდა მოგიწყოთ, გამოიყენეთ ცოდნა, უკვე შეძენილი გამოცდილება და სამუდამოდ დაუსვით წერტილი წარსულს.

არასასიამოვნო მოვლენების მიუხედავად, არ ღირს შიშის აყოლა, რადგან ასტროლოგია პირველ რიგში, სწორედ შიშის დაძლევისა და მოვლენების რაციონალურად გააზრებისკენ მოგვიწოდებს. სხვათაშორის, რაც უფრო ემოციურია ადამიანი, მით უფრო მეტადაა მიდრეკილი გაუაზრებელი მოქმედებისკენ, შიშისა და პანიკისკენ. მართალია, ნეგატიური ენერგეტიკა იანვრის ბოლომდე შენარჩუნდება, მაგრამ ნუ დაფრთხებით, ენდეთ სამყაროს, იმეგობროთ მასთან და ისეც აუცილებლად მეგობრობით გიპასუხებთ, მით უფრო, რომ ყველაფერი წარმავალია, პლანეტები მოძრაობენ და ნეგატიური პერიოდიც მუდმივ მონაცვლეობაშია პოზიტიურთან.

ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა 

მცდარია მოსაზრება, თითქოს ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი აბსოლუტურად ვერ ეწყობა ერთმანეთს, რადგან სურვილის და გარკვეული კომპრომისების შემთხვევაში ნებისმიერ ნიშანს შეიძლება მორგება.

ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, არსებობს ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებილი 12 ფსიქოტიპი, რომლებიც სტიქიის მიხედვით ოთხ ჯგუფში ნაწილდება. ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებულებს (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი) ბრძოლისუნარიანობა ახასიათებთ, ყოველთვის ენთუზიაზმით სავსე, საკმაოდ აგრესიულები არიან და არასდროს ერიდებიან შეტევაზე გადასვლას, უყვართ ახალი საქმის წამოწყება, ყველაფერს იმპულსურად აკეთებენ და თამამად მიდიან რისკზე. წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებულებს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) საოცარი ინტუიცია აქვთ, თუმცა ყველა წვრილმანი სწყინთ, ბუტიები და საშინლად კაპრიზულები არიან, ამიტომ საკმაოდ რთულია მათთან ურთიერთობა. მართალია, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებულები (კურო, ქალწული, თხის რქა) სტაბილურები და საოცრად ფრთხილები არიან, მაგრამ ყოველთვის უჭირთ გაბედვა და  გადაწყვეტილების მიღება. ჰაერის სტიქიის ნიშნით დაბადებულებს (ტყუპები, სასწორი და მერწყული) ცვალებადი ხასიათი აქვთ, თუმცა მრავალმხრივ განვითარებული, ცნობისმოყვარე ადამიანები არიან, ადვილად ითვისებენ ინფორმაციას და მუდმივად ახლის სწავლას ცდილობენ. ძალიან მარტივია მათთან ურთიერთობა, რადგან საოცრად გახსნილები და მეგობრულები მარტივად პოულობენ საერთო ენას გარშემომყოფებთან, თუმცა ყველა და ყველაფერი სწრაფად ბეზრდებათ. ამასთანავე, არსებობენ მონათესავე სტიქიები (ცეცხლი და ჰაერი, მიწა და წყალი), რომელთა ინტერესები  და პროპრიტეტები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა.

ყველაზე რთული წყვილები 

ვერძი და თხის რქა – ე.წ. „რქიანი“ ზოდიაქოს ნიშნები საოცრად ჯიუტები არიან. ამასთანავე, ვერძს ცეცხლის სტიქიისთვის ჩვეული აგრესია ახასიათებს, ამიტომ არ ღირს მისი იძულება ან დაჩქარება, უმჯობესია მისცეთ დამშვიდების დრო და ყველაფრის გააზრების საშუალება, მიწის სტიქიის წარმომადგენელი თხის რქა კი, მხოლოდ საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ ამგვარი უკომპრომისობით პირველ რიგში საკუთარ თავს უქმნის პრობლემებს. რა თქმა უნდა, თხის რქა ლოიალური, დამთმობიც შეიძლება იყოს, რომელსაც არ გაუჭირდება ერთი ნაბიჯით უკან დახევა, რათა უფრო მყარად გადადგას ორი ნაბიჯი წინ, თუმცა ჩვეულებრივ, ზოდიაქოს ეს ნიშანი არასდროს თმობს საკუთარ პოზიციას. ვერძისა და თხის რქის ტანდემი მხოლოდ საქმიანი ურთიერთობის შემთხვევაშია წარმატებული, რადგან ვერძს ყოველთვის საინტერესო იდეები აქვს, თხის რქა კი, საუკეთესო ორგანიზატორი და შემსრულებელია.

ტყუპები და თხის რქა – მსუბუქ და გონებაგამჭრიახ ტყუპებთან ყოვეთვის მარტივია საერთო ენის გამონახვა, რადგან არასდროს ჯიუტობს და აუცილებლად დათმობს, თუ თქვენს სიმართლეში დარწმუნდა. მთავარია, არ მოსთხოვოთ ბრმად მორჩილება და მოთხოვნების უპირობოდ მიღება. ჰარმონიული ურთიერთობა ტყუპებს სტიქიით მონათესავე სასწორთან და მერწყულთან აქვთ, თუმცა ძალიან უჭირთ თხის რქასთან ურთიერთგაგების მოძიება, რადგან მოძრავი, სპონტანური და მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული, რადიკალურად განსხვავდება დინჯი და ტრადიციების მოყვარული თხის რქისგან, რომელსაც ყველაფრის დაგეგმვა და უკვე მიღებული გამოცდილების გათვალისწინება სჩვევია. თუ ზოდიაქოს ამ ნიშანებმა წყვილის შექმნა გადაწყვიტეს, უმჯობესია ყოველთვის ტყუპებმა დათმონ, რადგან სწორედ მათ აქვთ ლავირების უნარი, თუმცა, ნურავის ექნება იმედი, რომ მოხერხებული ტყუპების გააცურებს შეძლებს ან საკუთარი სურვილის წინააღმდეგ აიძულებს მოქმედებას.

ლომი და მორიელი – მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნების ტანდემი ამოქმედებულ ნაღმს ჰგავს, მაგრამ მათ შორის ყოველთვის საოცარი სექსუალური მიზიდულობაა, რადგან ორივე ქარიზმატული, ძალიან ვნებიანია და მარტივად ებმება ფლირტში, თუმცა ძალაუფლების და ყველაფრის კონტროლის მოყვარულებს, საშინლად უჭირთ დათმობაზე წასვლა. აღსანიშნავია, რომ ლომი ყოველთვის ხმამაღლა აცხადებს საკუთარ სურვილებს, მორიელი კი, რომელიც ნაკლებად სცემს პატივს სუსტ ადამინაბეს, სასურველ შედეგს მანიპულაციით აღწევს, ამიტომ ლომი იძულებულია მუდმივად უმტკიცოს საკუთარი სიძლიერე.  ამასთანავე, ზოგჯერ აგრესიული, ფეთქებადი ლომი, სინამდვილეში ძალიან გულწრფელი და გულღიაა, მაშინ, როცა მორიელს ფარულად, ზურგს უკან მოქმედება ურჩევნია და არც ინტრიგებს, შურისძიებას ერიდება, რაც ლომისთვის ყველაზე მტკივნეული და შეურაცხმყოფელია. ასე რომ, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნებს ურთიერთობის შენარჩუნება სურთ, აუცილებლად გულწრფელობა უნდა გამოიჩინონ და დაუფარავად გაუზიარონ ერთმანეთს  პრეტენზიები. სხვათაშორის, თუ ლომის და მორიელის ალიანსი შედგა, მათი დაძლევა პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უფრო, თუ  კონკურენტის წინააღმდეგ გადაწყვიტეს გაერთიანება.

კირჩხიბი და სასწორი – მართალია, ზოდიაქოს ეს ნიშნები ყოველთვის იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ მათი ურთიერთობა ხშირად კრახით სრულდება, რადგან ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, ზედმეტად ემოციურია და ყველაფერს მტკივნეულად განიცდის, ჰაერის სტიქიის სასწორს კი, არასდროს ესმის მისი განცდების. სხვათაშორის, კირჩხიბიც და სასწორიც ე.წ. კარდინალური ნიშნების ჯგუფს მიეკუთვნებიან, ანუ ორივე საშინლი ჯიუტია და ძალიან არ უყვარს დათმობა. სასწორი საუკეთეოა დიპლომატია, რაციონალური აზროვნებით ხასიათდება, თუმცა არ მოსწონს როცა აიძულებენ ან აჩქარებენ გადაწყვეტილების მიღებას, მართალია საოცრად ერთგული, მაგრამ  არც მსუბუქ ფლირტზე ამბობს უარს, რაც განსაკუთრებით აღიზიანებს მესაკუთრე კირჩხიბს, რომელიც პირად ურთიერთობაში საშინლად ეჭვიანია.

ოპოზიციური ნიშნები 

არსებობს მოსაზრება, თითქოს ოდესღაც ზოდიაქოს მხოლოდ ექვსი ნიშანი არსებობდა, რომლებიც მოგვიანებით გაიყვნენ და საერთო თვისებებიც გაინაწილეს. მართალია, ოპოზიციური ნიშნებს ყოვეთვის ერთი მისია აქვთ და საოცრად იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ კომპრომისზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსისხლე მტრებადაც შეიძლება იქცნენ.

ტყუპები და მშვილდოსანი – ზოდიაქოს ამ ნიშნებს იდეალური წყვილის შექმნა შეუძლიათ, რადგან საოცრად ავსებენ და აბალანსებენ ერთმანეთს, სწრაფად პოულობენ საერთო ენას და უამრავი აქვთ საერთო, თუმცა კონფლიქტშიც სწრაფად ებმებიან და თუ ორივემ უარი თქვა დათმობაზე, მათი კავშირი კრახით სრულდება.

ვერძი და სასწორი – მართალია, ხისტი და უხეში, უკომპრომისო და ეგოისტი ვერძი ძალიან განსხვავდება დიპლომატი, რბილი და მოქნილი სასწორისგან, რომელიც პირველ რიგში სწორედ პარტნიორის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მაგრამ ორი ნიშანი მაინც საოცრად იზიდავს ერთმანეთს, რადგან ვერძი სასწორის გაუბედაობას და უპრინციპობას ავსებს, სასწორი კი, ვერძის ეგოიზმსა და უკომპრომისობას “არბილებს”.

თევზები და ქალწული – ე.წ. “მსახურ” ზოდიაქოს ნიშანებს ძალიან უყვართ სხვაზე ზრუნვა. თუმცა, რაციონალურ ქალწულს მოქმედება და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრა ურჩევნია, მაშინ როცა თევზებს მორალური მხარდაჭერა, თანაგრძნობა და ახლობლების განცდის სრულად გაზიარება უფრო კარგად გამოსდით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები