LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიაში შეადგინეს რუკა, სადაც მოსწავლეებისთვის ყველაზე უსაფრთხო მარშრუტებია დატანილი

118
ავსტრიაში შეადგინეს რუკა, სადაც მოსწავლეებისთვის ყველაზე უსაფრთხო მარშრუტებია დატანილი

ავსტრიის სატრანსპორტო კლუბმა VCÖ შექმნა ონლაინ-რუკა, სადაც აღნიშნულია ის ადგილები, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება. ეს რუკა მშობლებს თავისი შვილებისთვის სკოლაში წასასვლელად ყველაზე უსაფრთხო მარშრუტის შერჩევაში დაეხმარება. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

რუკაზე აღნიშნულია საშიში ზონები – მაგალითად, მონაკვეთი სადაც სიჩქარის გადაჭარბებაა ნებადართული ან ცუდი ხილვადობაა.

გარდა ამისა, იქვეა ინფორმაცია თითოეულ ქალაქში მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევების შესახებ და უსაფრთხოების რჩევები, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ბავშვმა გზაზე გადასვლის დროს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მთავარი მიზანი 2050 წლისთვის გზაზე სიკვდილიანობის მინიმუმამდე შემცირებაა. ამისათვის 2023 წლიდან ევროპულმა კომისიამ ახალგაზრდა მძღოლების უკეთ მომზადება დაიწყო, გაამკაცრა სამედიცინო შემოწმება და ჯარიმების ზოგადი სისტემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები