LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილთა მსოფლიო გაყიდვები ვარდება. თუმცა, ლიდერი უცვლელია

104
ავტომობილთა მსოფლიო გაყიდვები ვარდება. თუმცა, ლიდერი უცვლელია

მსოფლიო ავტო ბაზარზე გაყიდვები უკვე მესამე თვეა იკლებს. აგვისტოში მთელი პლანეტის მასშტაბით 6,89 მილიონი მსუბუქი და კომერციული მანქანა რეალიზდა. ეს კი 3,5%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელი, ასევე 2,3%-ით ნაკლები ვიდრე 2024 წლის ივლისის მაჩვენებელი. გლობალური პირველობა ამ საკითხში ისევ ჩინეთს უკავია, თუმცა უახლოეს კონკურენტთან სხვაობა მცირდება.

ჩინეთში ზაფხულის ბოლო თვეებში 1,97 მილიონი ავტომობილი რეალიზდა, რაც 9,8%-ით უფრო ნაკლებია ვიდრე 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელი. მეორე ადგილს აშშ იკავებს, სადაც გაყიდვები 7,1%-ით გაიზარდა ანუ 1,43 მილიონ მანქანას მიაღწია.

დასავლეთ ევროპაში მთლიანობაში 760 ათასი ავტომობილი გაყიდეს და ამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ ბაზარი 17,1%-ით შემცირდა. დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები ავტომობილი გაყიდეს აღმოსავლეთ ევროპაშიც – 360 ათასი ერთეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები