LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის ყველაზე მდიდარი ქალბატონი „პოპკორნის“ ჩანთით, რომელიც 30 ათასი დოლარი ღორს

137
page

ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანის, მუკეშ ამბანის მეუღლის, ნიტა ამბანის საჯარო გამოსვლას. 60 წლის ნიტა კოსმეტიკური ბრენდის „ტირას“ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც მუმბაიში გაიმართა. კოსმეტიკურ ბრენდს მისი ქალიშვილი, იშა ხელმძღვანელობს. 60 წლის მილიარდერმა თავისი ჩანთით ფურორი მოახდინა, როცა „შანელის“ 2024-2025 წლის კოლექციიდან „პოპკორნის“ ჩანთით გამოჩნდა. აქსესუარის ღირებულება 30 ათასი დოლარია.

ეს ნიტას ყველასთვის მოულოდნელი გამოსვლა აღმოჩნდა, რადგან ქალბატონი ამბანი ცნობილია თავისი სიყვარულით კლასიკური სტილის მიმართ, მაგალითად მისი უსაყვარლესი აქსესუარი „ჰერმესის“ ბირკინის ჩანთა. ახლა რაც შეეხება თავად ჩანთას, ის უძვირფასესი მასალით არის დამზადებული და ვარდისფერი ემალით არის შეფუთული, მას აქვს წარწერა Pop Coco. ეს ჩანთა უფრო დეკორაციულია, ვიდრე ტევადი, მასში მხოლოდ მცირე ზომის ნივთი ეტევა. რაც ეხება თავად ამბანის ოჯახს, მათი შემოსავალი 80 მილიარდი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები