ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „სარკესთან“ პოპულარობის უარყოფით მხარეზე საუბრობს:
„პოპულარობას აქვს უარყოფითი მხარეები. პატარა შეცდომას არ გაპატიებენ. ზოგჯერ აგრესიაც მოდის. ადამიანი ხარ, გტკივა გული, მაგრამ რადგან ცნობადი ხარ, გაქვს თმენის ვალდებულება. თან, გახსენდება, რამდენი სითბო მიიღე სხვებისგან, ჯობია, ისევ იმ კარგ ადამიანებზე იფიქრო, ვიდრე თითოოროლა ბოღმიანზე…“
