LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბარიდან გამოგვყარეს იმის გამო, რომ რუსული სიმღერის დასრულების შემდეგ მიკროფონში ვთქვი: „რუსეთი ოკუპანტია!..“

64

ნინო გერგედავა ავრცელებს ვიდეოს და პოსტს, სადაც აღწერილია, როგორ გამოაძევეს თბილისის ერთ-ერთი კლუბიდან, რომელიც შარდენზე მდებარეობს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ნათქვამი ფრაზის გამო…

გთავაზობთ ნინო გერგედავას პოსტს სრულად და ასევე მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს:

„გუშინწინ თბილისში შარდენის ქუჩაზე Maclaren’s Irish Pub დან მე და ჩემი მეგობრები გამოგვყარეს ბარიდან იმის გამო, რომ რუსული სიმღერის დასრულების შემდეგ მიკროფონში ვთქვი შემდეგი ფრაზა: რუსეთი ოკუპანტია და აფხაზეთი არის საქართველო!

ამის შემდეგ ჩემთან მოვიდა ბარის თანამშრომელი ვინმე ქალბატონო ბელა და მითხრა, რომ ეს იყო კერძო ბარი და მსგავსი “პოლიტიკური” განცხადების უფლება არ მქონდა და დამეტოვებინა ბარის ტერიტორია. რაზეც კატეგორიულად ვთქვი უარი. ამის შემდეგ მან გამოიძახა დაცვის სამსახური, რომელიც მიზეზის აუხსნელად გვთხოვდა, დაგვეტოვებინა კერძო საკუთრება. მე გავაფრთხილე, რომ ჩვენი უფლებების დასაცავად ვიწერდი კამერაზე მათ ქცევას.

იმის დაფიქსირების დროს, როგორ გაჰყავდათ ჩემი მეგობარი ბარიდან იძულებით, დაცვის თანამშრომელმა თავისი “კაცური” მარჯვენა ჩამარტყა ხელში და გამაგდებინა მობილური ტელეფონი იატაკზე. რის შემდეგაც ცდილობდა ჩემთვის მობილურის წართმევას.

ვუჩივი ბარს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის და დაცვის თანამშრომელს ძალადობისთვის.

#რუსეთიოკუპანტია!!!!

#აფხაზეთისაქართველოა!!!!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g