LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ესტონეთის სახელმწიფო ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს – კონცერტს დაესწრება გია ყანჩელი

473

15 ივნისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ  ცენტრში საქართველოსა და ესტონეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. შესრულდება გია ყანჩელისა და  სერგეი რახმანინოვის ნაწარმოებები.

ესტონეთის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, სოლისტები არიან: გიორგი ცაგარელი (ალტი)და ალექსეი ბოტვინოვი (ფორტეპიანო).

კონცერტზე დასასწრებად ბათუმს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი ეწვევა.

ფოტო: სოფიო მელიქიძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები