LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელა ჰადიდმა ბრიტნი სპირსის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო იმიჯი გააცოცხლა

464
download (8)

სუპერმოდელმა ბელა ჰადიდმა პოპ-პრინცესა ბრიტნი სპირსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დასამახსოვრებელი იმიჯი გააცოცხლა. ამის შესახებ Page Six წერს.

Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენების ტრიუმფალურად გახსნის შემდეგ, ბელა ლოს-ანჯელესში გამართულ შოუს შემდგომ გრანდიოზულ წვეულებას დაესწრო. წვეულებისთვის მან გამჭვირვალე, შავი მაქმანებიანი მინი-კაბა მაღალი საყელოთი და გრძელი სახელოებით მოირგო.

აღსანიშნავია, რომ ჰადიდის ჩაცმულობა განსაკუთრებით თვალშისაცემი აღმოჩნდა მოდის კრიტიკოსებისა და ლეგენდარული მომღერლის გულშემატკივრების, რადგან ის ზუსტად იმეორებდა Dolce & Gabbana-ს იმ საკულტო ლუქს, რომლითაც 19 წლის ბრიტნი სპირსი 2001 წლის MTV Video Music Awards-ზე გამოჩნდა.

სპირსისგან განსხვავებით, რომელსაც კაბის ქვეშ შორტები ეცვა, ჰადიდმა კაბას Victoria’s Secret-ის ბიუსტჰალტერი და სტრინგი შეუხამა.

ბელამ იმიჯი დაასრულა მოდური ვიწრო სათვალითა და კლასიკური წვეტიანი ფეხსაცმლით, ხოლო თმა მოცულობით, ქერა ტალღებად დაიყენა, რამაც ბრიტნის ეპოქის ასოციაცია კიდევ უფრო გააძლიერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები