ბექჰემების მილიარდერმა რძალმა, ნიკოლა პელტცმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, როგორც ირკვევა, მსახიობი და მოდელი სამოგზაუროდ იმყოფებოდა. მას თან მეუღლე, ბრუკლინიც ახლდა.
აღსანიშნავია, რომ ბრუკლინ ბექჰემსა და მის მშობლებს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. ისინი ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.
ცნობისთვის, ნიკოლას კარიერაში სიახლეებია, FX-ის საშინელებათა ჟანრის სერიალის, The Beauty პირველი სეზონის ფინალში მაყურებლებს კიდევ ერთი მოულოდნელი ტრანსფორმაცია და სიურპრიზი ელოდათ. ის ეპიზოდურ როლში გამოჩნდა და ეშტონ კუტჩერის გმირის მეუღლის როლი განასახიერა.