LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბევრ რამეს ისე აღარ ვაკეთებ, როგორც თავისუფალი ავთო აკეთებდა. ასე ძალიან შეყვარებული ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ…“ – როდის გეგმავს ავთო აბესლამიძე დაქორწინებას

398
page

მომღერალი ავთო აბესლამიძე შეყვარებულია და ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„ასე ძალიან შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანი გამოჩნდა, ვინც უნდა გამოჩენილიყო და ყველაზე სწორ დროს. უფრო სერიოზული გეგმებიც გვაქვს ცხოვრებაში. ეს წელს არ მოხდება, მაგრამ ამისთვის ვემზადებით. ვიპოვე ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მეგზურია. მაგრამ ურთიერთობის გასერიოზულებას თავისი დრო და სილამაზე აქვს. წელიწადი და შვიდი თვეა, რაც შეყვარებულები ვართ, თუმცა ჩვენი ამბავი ბოლო დროს გავასაჯაროვე…

პირველად რომ დავინახე, სრულიად შემთხვევით, მაშინ ჩემს გულში რაღაცამ გაიელვა. საუბარი რომ დავიწყეთ, საერთო სანაცნობო აღმოგვაჩნდა. რასაც ადამიანში ვაფასებ, მასში ერთიანად აღმოვაჩინე. ხასიათებით ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ ისე, როგორც თავისუფალი ავთო აკეთებდა. ჩემი სამეგობროც ამჩნევს ამ ცვლილებებს ჩემში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები