LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blue 22 წლის შემდეგ ეგვიპტეში ბრუნდება – გრანდიოზული კონცერტი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში გაიმართება

178
photo-collage.png (11)

Blue ეგვიპტელ ფანებს დაუვიწყარ ნოსტალგიურ საღამოს ჰპირდება. დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნეს ფარგლებში, ლეგენდარული ბრიტანული პოპ-ბენდი 24 ოქტომბერს კონცერტს ეგვიპტეში, კერძოდ კი ახალ ადმინისტრაციულ დედაქალაქში გამართავს.

,,ბლუმ” ახალი ალბომი და დაფუძნებიდან 25 წლის აღსანიშნავი ტურნე დააანონსა

ეს შოუ ისტორიულია, რადგან საკულტო ჯგუფი ეგვიპტეში 22-წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება. კვარტეტის ბოლო მასშტაბური გამოსვლა ქვეყანაში 2004 წელს, კაიროს გარეუბანში მდებარე Media Production City-ში შედგა.

საიუბილეო კონცერტზე კოლექტივი შემოქმედების უდიდეს ჰიტებს შეასრულებს, რომელთა შორისაა: All Rise, One Love და Sorry Seems to Be the Hardest Word.

ორგანიზატორების თქმით, შოუ იქნება ნოსტალგიური ტალღის, გრანდიოზული ვიზუალური ეფექტებისა და უმაღლესი დონის მუსიკალური შესრულების სინთეზი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები