გარდაცვლილ ადვოკატს ეკატერინე კოკიჩაიშვილს მეუღლე და და ემშვიდობებიან.
როგორც გავრცელებულ პოსტებშია აღნიშნული, ცნობილი ადვოკატის პანაშვიდები სამი დღის განმავლობაში გაიმართება.
„ეკა დაგვემშვიდობა და ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა…
ეს ტრაგედია თავზარს გვცემს ყველას, ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს და გულშემატკივრებს, უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ, რომ გავაცილოთ სამუდამო სასუფეველში..“ – წერს ეკატერინეს მეუღლე თორნიკე დარჯანია.
პანაშვიდები:
– 13.09. (კვირა) 15:00 საათიდან. მისამართი: თიანეთის ქ. 50, თბილისი
ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/dFfFfzBGcPhpbFot9?g_st=ac
– 14.09. (ორშაბათი) 14:00 საათიდან. მისამართი: თიანეთის ქ. 50, თბილისი
გასვენება:
– 15.09 (სამშაბათი) 14:00 საათზე. დიღმის მასივი, დიღმის სკვერი, დინამოს საწვრთნელი ბაზის გვერდით არსებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ლოკაცია: https://maps.app.goo.gl/TPcD9nc9onj1o18CA?g_st=ac
ემოციური სიტყვებით ემშვიდობება დას, თეონა კოკიჩაიშვილი.
„გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი, ჩემი დაიკო…მიწაზე ჩვენზე ყოველდღიური ზრუნვა და ჩვენთვის სიხარულის მოტანა არ იკმარა და ახლა ზეციდან იქნება ჩვენი მფარველი. არ ვიცი, როგორ უნდა გამოემშვიდობო შენს სისხლს, ხორცს და გულის ნახევარი ამოიგლიჯო, მაგრამ ასეთი არის უფლის ნება და მის წინაშე ჩვენ პატარები ვართ. ერთი მამშვიდებს, რომ იყო უბედნიერესი, რადგან ბოლო წუთებამდე გვერდით ედგა საუკეთესო მეუღლე, ნამდვილი ლომი, როგორც თვითონ ეძახდა…იცავდა, ზრუნავდა და აძლევდა უდიდეს ძალას. იყო ბიჭების უბედნიერესი დედა. საუკეთესო და, შვილი, მეგობარი…შემოგვიკრიბა უამრავი გამორჩეული, საუკეთესო ადამიანი, მისი მეგობრები, კოლეგები, რომლებითაც ასე ამაყობდა და ასეთი ბედნიერი იყო და ერთ დიდ ოჯახად გვაქცია. ბოლო ძალებს ვიკრებთ, მისი ოჯახი, მეგობრები, ნაცნობები, რომ ბოლო გზაზე გავაცილოთ ჩვენი მიწაზე ჩამოფრენილი და ახლა უკვე ისევ უკან გაფრენილი ანგელოზი. შენი დობა არის პატივი, შენთან გატარებული ყოველი წამი იყო დაუვიწყარი. ახლა სიკვდილიც აღარ ჩანს ისეთი საშიში. მიყვარხარ,“ – წერს თეონა კოკიჩაიშვილი.
„დაგვტოვა ჩვენმა ეკამ, მწუხარება განუზომელია…“ – გარდაიცვალა ცნობილი ადვოკატი ეკა კოკიჩაიშვილი
