LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეგაძე: სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე ინსპექტორის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ

82
BeFunky-collage

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციისა და ვიდეოკადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

“ჩვენ არათუ ვგეგმავთ, არამედ გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია, ეს უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხია.

რა თქმა უნდა, ჩვენ იქ გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

არ ყოფილა არცერთი დარღვევა გადაყვანის პროცედურაში – მისი თითო კიდური ეკავა თითო თანამშრომელს იმისთვის, რომ ის არ დაზიანებულიყო და ამ ფორმით შეჰყავდათ: რატი ბრეგაძე

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა.

მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

magti 5g