LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუს უილისის ქალიშვილმა ალცჰაიმერის გენეტიკური ტესტი ჩაიტარა – რუმერ უილისი მიმართვას ავრცელებს

660
page

ბრიუს უილისის ქალიშვილმა, რუმერ უილისმა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების საკუთარი რისკის დასადგენად გენეტიკური ტესტი ჩაიტარა. მსახიობის თქმით, შედეგის მიღება მისთვის „შემაშინებელი“ იყო, თუმცა მიაჩნია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი ინფორმაციის ცოდნა ადამიანს მომავალში პრევენციული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება.

„ამ ვიდეომ გაგვანადგურა“ – დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისის პირველი ვიდეო დიაგნოზის დასმის შემდეგ

38 წლის რუმერ უილისმა ამის შესახებ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. მსახიობის თქმით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან გამკლავება მისთვის ემოციურად განსაკუთრებით რთულია.

„ძალიან მენატრება მამა. მენატრება ის ვერსია, ვინც ადრე იყო. არის დღეები, რომლებიც ძალიან რთულია. ვცდილობ, პრიორიტეტი მივანიჭო იმას, რომ მასთან ერთად აწმყოში ვიყო“, – აღნიშნა მან.

ტესტის ჩატარების გადაწყვეტილებაზე, როგორც თავად ამბობს, მნიშვნელოვნად იმოქმედა ოჯახურმა ისტორიამ.

მსახიობი ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე კომპანია Function-თან თანამშრომლობს, რომელიც მომხმარებლებს ლაბორატორიულ კვლევებსა და სხვადასხვა სპეციალიზებულ შეფასებებს სთავაზობს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ჩაიტარა მან APOE ტესტირება.

რუმერის განცხადებით, მისი შედეგი „საშუალო“ აღმოჩნდა, ანუ მას გარკვეული რისკი აქვს დაავადების განვიტარების, თუმცა, მისი შეფასებით პასუხები საგანგაშოდ მაღალი არაა.

„ზოგჯერ პასუხების მიღება საშინელებაა“, – უთხრა მან People-ს და განმარტა, რომ ოჯახში დემენციის გარდა სხვა დაავადებების შემთხვევებიც ჰქონიათ, მათ შორის გახლავთ ძუძუს კიბო.

დემი მურისა და ბრიუს უილისის ქალიშვილი დაქორწინდა – ცერემონიალს დემენციასთან მებრძოლი ბრიუსიც დაესწრო

შეგახსენებთ, ბრიუს უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცია“ (FTD) დაუდგინდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები