LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნებაში 20 წუთის გატარება ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას – კვლევა

108
ბუნებაში 20 წუთის გატარება ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას - კვლევა

ბუნებაში სულ რაღაც 20 წუთის გატარება საკმარისია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს სტრესის დონე და გაუმჯობესდეს ემოციური მდგომარეობა. ამას ადასტურებს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ახალი ექსპერიმენტი.

სპეციალისტებმა კვლევა 66 მოხალისეზე ჩაატარეს. მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს: ნაწილმა ტყეში ისეირნა, დანარჩენებმა კი – ქალაქში, სადაც მწვანე სივრცეები არ იყო. გასეირნებამდე და მის შემდეგ მოხალისეებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონე შეუმოწმეს. ასევე, მათ შეავსებინეს კითხვარი განწყობის შესაფასებლად.

ტყეში მოსიარულე ჯგუფში სტრესის დონე ორჯერ შემცირდა, ხოლო დადებითი განწყობა შენარჩუნდა. იმ ადამიანებში კი, ვინც ქალაქში იარა, კორტიზოლის დონე არ შეცვლილა, ხოლო პოზიტიური ემოციები დაახლოებით 25%-ით შემცირდა.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ: ბუნებასთან ხანმოკლე შეხებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მეგაპოლისების მაცხოვრებელთათვის, სადაც სტრესი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია.

მომავალში მეცნიერთა ჯგუფი გეგმავს გამოიკვლიოს, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე ტყის სხვადასხვა ტიპი, ხანგრძლივი გასეირნებები და სეზონური ცვლილებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები