LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტში პლასტმასას ჩაბარებით უსახლკარო კატების გამოკვება იქნება შესაძლებელი

106
ბუქარესტში პლასტმასას ჩაბარებით უსახლკარო კატების გამოკვება იქნება შესაძლებელი

 ბუქარესტში გაჩნდა აპარატი, რომელიც უსახლკარო კატებისთვის საკვებს უფასოდ გასცემს. იმისათვის, რომ ერთი საკვების ულუფა ჩამოიყაროს, გამოყენებული პლასტმასას ბოთლის ან ალუმინის ქილის ჩაბარებაა საჭირო. სიახლის შესახებ Euro news წერს.

კატებს ზამთრის მძიმე თვეების გადატანა ძაღლებზე მეტად უჭირთ. მშიერი ცხოველი შესაძლოა ერთ საათში გაიყინოს.

ამიერიდან კი ადგილობრივები შეძლებენ, რომ ოთხფეხებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ და თან გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანონ.

აპარატი სრულად ავტონომიურია და ელექტროენერგიასთან დაკავშირებას არ საჭიროებს, რამეთუ მზის პანელები აქვს და მხოლოდ მზის ენერგიაზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აპარატები უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს ბულგარეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები