ლეგენდარულ მომღერალსა და კომპოზიტორს, ჩაკა ქანს Soul Train Music Awards-ზე საპატიო პრემია – Classic Soul Honor გადაეცემა. აღნიშნულ ჯილდოს არტისტი სოულის, ფანკისა და R&B-ის ჟანრების განვითარებასა და კულტურის ჩამოყალიბებაში შეტანილი მრავალწლიანი, ფასდაუდებელი წვლილისთვის მიიღებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ქანის შემოქმედებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე მუსიკის ჟღერადობაზე, რის გამოც ეს მორიგი დიდი აღიარება სრულიად დამსახურებულია.
Soul Train Music Awards-ის საზეიმო ცერემონიის ტრანსლაცია 27 ნოემბერს ტელეარხებზე – BET და CBS ერთდროულად განხორციელდება.