“მე ვარ პროფესიონალი, მიყვარს ჩემი საქმე, ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და ვიცი. შესაბამისად, ჩემი წინადადება არის ძალიან მარტივი, დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით”, – აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი და მთავარ პირობას ასახელებს.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ შეიკრიბება მთავრობა, ოპოზიცია და ყველა ის პატარა პარტია, რომელიც პარლამენტში ვერ მოხვდა.
ფხაკაძე განმარტავს, რომ არავი მომხრე არ არის და ვერასდროს იქნება ვერცერთი პარტიის წევრი. აღნიშნულ პირობას კი პოლიტიკური პარტიების ერთობისთვის აყენებს:
“უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია, დასხდნენ – ხომ ვერაფერზე რიგდებიან. არ მინდა ხელფასი, იმის ნერვები არ მაქვს, რომ თქვან, ფხაკაძემ ბიუჯეტის ფული აიღოო. აგერ ვარ გიორგი ფხაკაძე, გთავაზობთ, ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა ოპოზიცია, ის პატარა პარტიებიც, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდით და იფიქრეთ, როგორ შეიძლება ფხაკაძე გამოიყენოთ. ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა: A, B, C, D, ეს გვინდა, ეს გვინდა”. – თქვა გიორგი ფხაკაძემ.
“არაფერი გვაქვს რომ შევაჩეროთ ეპიდემია ქვეყანაში… დაგვერხა, თან ძაან მაგრად” – გიორგი ფხაკაძე