LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარხი მოტრიალდა: ტრამპს უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს – დემოკრატებმა სწორ დროს კამალა ჰარისი გამოიყვანეს

269
ftcmsdc64c6f2-71f2-467d-a58b-47d

მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისკენაა მიპყრობილი, სადაც ვითარება პოლარულად შემოტრიალდა: დემოკრატების მხრიდან ასპარეზზე გამოვიდა ახალი კანდიდატი, რამაც თავდაყირა დააყენა დონალდ ტრამპის გეგმებიც. ჯო ბაიდენი კამალა ჰარისმა ჩაანაცვლა, რომელიც აშკარად უფრო მეტ მხარდამჭერს იკრებს თავის ირგვლივ.
როგორი იქნება გამარჯვების შემთხვევაში მისი საერთაშორისო პოლიტიკა? ამ მხრივ ისრაელთან დაკავშირებით ირიბი ნაბიჯის გადადგმა უკვე მოუწია.
მთავარი მაინც უკრაინის საკითხია. თავად უკრაინა კი ჩინეთს დაელაპარაკა, რათა მან რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს.
ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“.

„შეიძლება მოულოდნელი იყო კამალა ჰარისის კანდიდატის დასახელება, თუმცა არის ასეთი მოსაზრებაც, რომ დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ თვეების წინ ემზადებოდა იმისთვის, რომ კამალა ჰარისი შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის სწორ დროსა და სწორ მომენტში.
კამალა ჰარისს დაუყოვნებლივ მხარდაჭერა გამოუცხადა ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის კლინტონების ოჯახმა, სენატისა და კონგრესის დემოკრატების უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარაკ ობამა ინტენსიურ კომუნიკაციაშია კამალა ჰარისთან და ცოტა ხანში ამას ოფიციალურად გააჟღერებს. შოუ-ბიზნესის ცნობილი და პოპულარული მომღერლები ტეილორ სვიფტი და ბიონსე აპირებენ მხარდამჭერი კონცერტის გამართვას.
უცებ დიდი აჟიოტაჟი შეიქმნა კამალა ჰარისის ირგვლივ. ეს აისახა კვლევების შედეგებზეც, დონალდ ტრამპის პირველ განცხადებებზეც, ასევე ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეიდი ვენსის განცხადებაზე.
ეს იყო უსიამოვნო მოულოდნელობა დონალდ ტრამპისთვის. მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრამპი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. მაგრამ კამალას შემოსვლამ გადაფარა ასეთი ისტორიაც კი.
ჯო ბაიდენმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ ახლა დროა ესტაფეტის გადაცემა ახალგაზრდა თაობისთვის დემოკრატიის გადასარჩენად.
ჰარისის ირგვლივ სერიოზული დარაზმვა მოხდება. კამალას აქვს უპირატესობა, რომ არის აფრო-ამერიკული წარმოშობის, ურევია აზიური სისხლიც, ასევე არის კალიფორნიის შტატის გენერალური პროკურორი, სადაც აქვს სერიოზული მხარდაჭერა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი სამუშაო ექნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით, რათა უკრაინის, ისრაელის, ჩინეთის საკითებთან დაკავშირებით, სათანადოდ იყოს მომზადებული.
დონალდ ტრამპმა კი გამოაცხადა, რომ მზად არის დებატებისთვის.

ვაშინგტონში იმყოფება ისრაელის პრემიერი ბინიამინ ნეთანიაჰუ. მისმა ცეცხლოვანმა გამოსვლამ კონგრესში ყურადღება მიიპყრო. მან ისაუბრა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვის ყველა საჭირო საშუალებების მიცემა, სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რომ დროზე დასრულდეს ომი და ჰამასი სრულად განადგურდეს.
ამავდროულად კაპიტოლიუმის გარეთ შეკრებული იყო პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრატები და აქტიურად აპროტესტებდნენ ნეთანიაჰუს ვიზიტს.
თვალშისაცემია, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ გამოსვლას არ ესწრებოდა ამჟამად ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ის დღის წესრიგით ამომრჩევლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა ბუნებრივია ეს არი ყოფილა შემთხვევითი. საქმე ისაა, რომ დემოკრატ ამომრჩევლებს შორის ბევრი იყო მუსლიმი ამომრჩეველი, ხოლო ჯო ბაიდენის ხისტმა პოზიციამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ამომრჩევლებს შორის და მათ შორის ახალგაზრდებშიც, უნივერსიტეტებშიც დიდი ტალღა წამოვიდა. კამალას კი ისრაელის მხარდამჭერი ასეთი მკაფიო დემონსტრირება არ გაუკეთებია. თუმცა მას დასჭირდება ამ საკითხზე პოზიციონირებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე, ისევე როგორც უკრაინასთან მიმართებით.

ფოტო: ft
yaleclimateconnections

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები