LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Charli XCX Playboy-ის შემოდგომის ნომრის სახეა

132
download (34)

Charli XCX ჟურნალ – Playboy-ის შემოდგომის ნომრის მთავარი გმირია. მომღერალმა გამოცემისთვის არა მხოლოდ თამამ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, არამედ ექსკლუზიურ ინტერვიუც ჩაწერა, რომელიც რეალითი შოუების ვარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა, კაილი ჯენერმა ჩამოართვა.

ინტერვიუში არტისტმა რამდენიმე პიკანტურ და პირად თემაზე ისაუბრა.

ჩარლიმ გულახდილად მიმოიხილა ოჯახური ცხოვრება ჯგუფ – The 1975-ის დრამერთან, ჯორჯ დანიელთან, რომელზეც შარშან იქორწინა.

ასევე განმარტა, თუ რა უქმნის სექსუალურობის შეგრძნებას. მისი თქმით ეს სამოსზე მეტად შინაგან თავდაჯერებულობას უკავშირდება.

ბრიტანელმა ვარსკვლავმა აღიარა, რომ მიზიდულობა აქვს ტოქსიკური თვისებების მიმართ. ჩარლის განცხადებით ურთიერთობებში პარტნიორის მხრიდან ემოციურად დისტანციური ან ამრიდებლური ქცევა მისთვის ქვეცნობიერად მიმზიდველია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები