LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი მეუღლე ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა და ეს ტკივილი სულს მიღრღნიდა…“ – რა მძიმე პერიოდს იხსენებს გია დავითიანი და როგორ შეძლო დიდი წონის დაკლება

1247
unnamed-2-2020-11-22_09-59-31_204410

გია დავითიანი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, რამ გამოიწვია მისი წონის პრობლემები და როგორ შეძლო მისი დაძლევა:

„ჩემს ცხოვრებაში მძიმე სტრესული პერიოდი იდგა. ჩემი მეუღლე ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა და ეს ტკივილი სულს მიღრღნიდა. სტრესის დროს არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჭამის სურვილი მიმძაფრდება, ამანაც ძალიან შეუწყო ხელი წონის მომატებას.

160 კილოს რომ გადავაბიჯე, მივხვდი, ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. გადავწყვიტე, ბარიატრიული ოპერაცია გამეკეთებინა. მიღწეული შედეგის შენარჩუნება არ გამჭირვებია. უპირველესად გეტყვით, რომ სასმელს აღარ ვსვამ. თუ სუფრასთან მოვხვდი, რამდენიმე ჭიქით შემოვიფარგლები. არც გაზიან სასმელებს ვეტანები, ცომეულსაც ნაკლებად ვიღებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები