LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც რეალურია“ – გურამ მაჭარაშვილი

115
გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოში ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, განსაკუთრებით არასრულწლოვანები ამ ლგბტ პროპაგანდისგან, რომელიც არის რეალური“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრის დროს განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „მსოფლიოში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა „გეი პარადების“ ჩატარებას არ ემხრობა“.

„ჩვენ მსოფლიოში ვხედავთ უკვე, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არ ემხრობა „გეი პარადების“ ჩატარებას, არ ემხრობა ლგბტ პროპაგანდას, ბავშვებში განსაკუთრებით და არც მოზარდებში. სხვათა შორის, ევროპის საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და წამყვანი ევროპული ქვეყნების საზოგადოების უმრავლესობამ ეს უკვე დაადასტურა, როცა უარი უთხრა ამ ულტრა ლიბერალურ მიდგომებს, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით…

ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი იმასაც ვერ ხედავენ, რომ, სამწუხაროდ, უკრაინაში უბედურება ხდება, ვერ ხედავენ ამას, მათ ჰგონიათ, რომ იქ არის ძლიერი დემოკრატია და აყვავებული ეკონომიკა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინიზაცია ქვეყნისთვის არის დამღუპველი, ამიტომ ახლა თუ ლგბტ პროპაგანდასაც ოპოზიცია ვერ ხედავს, ეს გასაკვირი არ არის და მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლგბტ დროშით იარონ და თავის ამომრჩეველს აუხსნან, რატომ დადიან ლგბტ დროშით“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები