კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ევროპელ ლიდერებს მიმართავს.
მისი თქმით, რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა ფაქტობრივად უკრაინაში ომის დაფინანსებს ნიშნავს.
არნოლდ შვარცენეგერი აცხადებს, რომ ომის პირველ ორ თვეში რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
„ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – განაცხადა შვარცენეგერმა ავსტრიაში კლიმატურ კონფერენციაზე ვიდეოჩართვის დროს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავთავისუფლდეთ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან“, – აღნიშნა შვარცენეგერმა.
“No matter how you look at it we have blood on our hands, because we are financing the war.”
Arnold Schwarzenegger slammed Europe for buying oil from Russia pic.twitter.com/wR57TYU7zq
— Bloomberg Quicktake (@Quicktake) June 14, 2022