LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? – ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული“ – მდინარაძე ჟურნალისტებს

124
მამუკა მდინარაძის ბრიფინგი

„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი როგორიც „ნაცაგენტურაშია“, მსოფლიოში არ არსებობს, მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა „რუსულის” ხსენებით“,– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის გააკრიტიკა.

როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ“:

„არ მოუტყუებია ხაზარაძეს- ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში, ვერ ხვდებით, რომ ჩელიაბინსკში ვართ? თქვენ თბილისში გგონიათ თქვენი თავი ?! რუსული, რუსული, რუსული – მე მგონი ამ სიტყვის ასეთი მოყვარული ხალხი როგორიც „ნაცაგენტურაშია“, მსოფლიოში არ არსებობს, მსოფლიო რეკორდსმენები არიან სიტყვა „რუსულის” ხსენებით.

მეორე მხარე აქვს ამ ყველაფერს, რუსეთი საქართველოში იმარჯვებსო – რუსეთი საქართველოში კი არ იმარჯვებს, სამწუხაროდ, უკრაინაში მიიწევს წინ. უკრაინაში მიიწევს წინ, ძალიან სამწუხაროდ! და სამწუხაროდ, ასევე, გამოდის უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოში გაიმარჯვა რუსეთმაო. მასთან მიიწევს წინ, უბედურება სჭირს ცივილიზებულ სამყაროს ამ მიმართულებით, ოკუპანტი ქვეყანა მიიწევს და მიიწევს მის ქვეყანაში და საქართველოში იმარჯვებსო, აქეთ იძახის.

ამ ადამიანებს რაღაც გონება ხომ აქვთ, ხომ ვხედავთ ამ ყველაფერს?! და ჩვენი ოპონენტები, აქაური ნაცაგენტურა რას აკეთებს იცით?! – რუსეთის ძლევამოსილებაზე ლაპარაკობს დილიდან საღამომდე. საქართველოში თურმე რუსეთის სპეცსამსახურები ერევიან და ეს არჩევნები იმათ ჩაატარეს, რა მაგრები არიანო რუსები, ირიბად ამაზე ლაპარაკობენ. რა მაგრები არიან, 300 ათასი ხმის გაყალბებაში მოგვეხმარნენ, პუტინი დაგვეხმარა, რა მაგრები არიან, წარმოიდგინეთ! – ამას მისდევენ.

თვითონ არიან ევროპელები- მოკვლა, გაუპატიურება ქალის თუ მამაკაცის, ხალხის ციხეში ჩაგვრა, ტელევიზიების დახურვა, ერთ ხმაში ლაპარაკი ტელევიზიების, ეს არის ევროპული საქმე და დემოკრატია, ევროპისკენ რეალური სვლა, ეს არის რუსული საქმე და რუსული სპეცსამსახურები ალაგებენ თურმე საქართველოში, რა მაგრები არიან თურმე რუსები, რამხელა ამბავი დაგვილაგეს აქ?! ამ მარაზმს სთავაზობენ საზოგადოებას და მართლა მიკვირს ერთი ადამიანის, რომელიც ამას იჯერებს და ეს რწმენის დონეზე აქვთ ატანილი.

ამას რომ გაჯერებენ, მეგობრებო, რომ რუსული ხელისუფლება გვყავს თითქოს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული. საქართველოს ტერიტორიაზევე 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაცია, რეალობა აქვს ოკუპირებული 40%-მდე ამ ქვეყანაში ნაცაგენტურას. ორივე ოკუპანტია, რუსეთი ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს ოკუპაციის სახით საქართველოში განსაკუთრებით და უკრაინაში და ა.შ.

ასევე, ბინძურად თამაშობენ ადამიანების გონებაზე და ინფორმაციაზე სიმართლესა და ობიექტურობაზე, ვისაც 40%-მდე აქვთ ოკუპირებული საღი აზრის ამ ქვეყანაში. ორივე საშინელებაა – ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეორე მხრივ, ფიზიკური ზეწოლა ოკუპანტის სახით. ორივე ოკუპაციაა – ერთი ობიექტურობის, მეორე ტერიტორიების”, – განაცხადა მდინარაძემ.

გია ხუხაშვილი: „ოპოზიციას კარგად არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს, „ქართული ოცნება“ კი სტაბილურობისთვის, ალბათ, დაიწყებს „ბარტყების“ გადმოყრას და „რუსულ კანონს“ დათმობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g