LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს – თურნავა ტურიზმზე

45
202550458-4141982975891330-5887771037192389611-n

ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება მივიღეთ საკოორდინაციო საბჭოზე. ესაა პირველი ივლისიდან ღამის საათებში შეზღუდვის მოხსნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რესტორნების მუშაობა ღამის 12 საათამდე იქნება დაშვებული, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ძალიან დადებითი მოლოდინი აქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით.

„ვხედავთ, რომ სახმელეთო საზღვრიდანაც შემოდიან ტურისტები და აჭარაშიც გაიზარდა ნაკადი. საერთო ჯამში თუ შევხედავთ საჰაერო გზიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკას, დღეს უკვე სამივე საერთაშორისო აეროპორტში საშუალოდ 300-350 ფრენა სრულდება. თუ შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით 600 ფრენა. ჩვენ უკვე თითქმის ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რომელიც გვქონდა 2019 წელს, რომელიც ტურისტების შემოსვლის კუთხით რეკორდული იყო“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, როდესაც დადგება ტურისტული სეზონის პიკი, საჰაერო გზით შემოსული ტურისტების ნაკადის რაოდენობა 70%-ით მიუახლოვდება 2019 წლის სეზონის მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g