უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „მათი მთავარი ამოცანაა უკრაინისთვის მყარი მშვიდობა და გრძელვადიანი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს“.
„ყველაფერი, რაც [გამარჯვების] გეგმაშია აღნიშნული, სრულიად რეალურია ჩვენი პარტნიორებისთვის. არის მსოფლიოში რესურსი, რომელიც ჩვენს „გამარჯვების გეგმაში“ წინსვლის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამაშია ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – გარანტირებული იყოს უკრაინისთვის მყარი მშვიდობა, გრძელვადიანი უსაფრთხოება.
ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტითა და ტერიტორიებით რაიმე ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც „მშვიდობის გეგმით“ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.