მეგან ფოქსი მოხარულია, რომ მისი ყოფილი საქმრო, მუსიკოსი Machine Gun Kelly, იგივე კოლსონ ბეიკერი პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპზე გადავიდა და გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობ დაკოტა ჯონსონთან დაახლოვდა.
„პირველი ღამის ეფექტი“ – მეგან ფოქსის ექს-პარტნიორი, კოლსონ ბეიკერი დაკოტა ჯონსონის სახლში დარჩა
როგორც Page Six-თან ექსკლუზიურად წყარომ განაცხადა, მეგანი არა მხოლოდ გულგრილად უყურებს ყოფილი პარტნიორის ახალ რომანს, არამედ შვებასაც გრძნობს, რადგან მიაჩნია, რომ მათი ურთიერთობა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა.
„მეგანი უბრალოდ კი არ არის გულგრილი მათი ურთიერთობის მიმართ, მან შვება იგრძნო. მას გულწრფელად სურს, რომ ყოფილმა პარტნიორმა სხვასთან იპოვოს ბედნიერება, რადგან თავად ცხოვრების ამ ეტაპს საბოლოოდ დაემშვიდობა. არ სურს მასთან დაბრუნება და არც მათი ურთიერთობის წარსულის მუდმივად გახსენება“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.
„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავსა და 36 წლის მუსიკოსს 2025 წლის მარტში ქალიშვილი შეეძინათ.

