LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, პი­რი­ქით, ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი სას­ჯე­ლი ხდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ამ გზით იღებს შე­მო­სა­ვალს“ – პატრიარქი შიო III

141
მაია ბუწაშვილი (3)

„ცოდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლით ვე­რა­ვინ ვერ იხე­ი­რებს, ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი სას­ჯე­ლი ხდე­ბა ადა­მი­ა­ნის­თვის“, – ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო მე­სა­მემ სამ­ტრე­დი­ის წმინ­და მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

„ამ­ბობს უფა­ლი იესო ქრის­ტე დღე­ვან­დელ სა­ხა­რე­ბა­ში: რომ რას არ­გებ­სო ადა­მი­ან­სო, თუ შე­ი­ძენს მთელ მსოფ­ლი­ოს და თა­ვის თავს და­კარ­გავს და ავ­ნებს? რას მის­ცემს კაცი თა­ვი­სი სუ­ლის სა­ნაც­ვლოდ? ეს კი უკვე ეხე­ბა მათ შო­რის ისეთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც ფიქ­რო­ბენ, რომ ცოდ­ვის გზით, ცოდ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­სარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნის­თვის, ოჯა­ხის­თვის თუ გნე­ბავთ ქვეყ­ნის­თვი­საც. და რა თქმა უნდა, ასე­თი ფიქ­რი ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მაა და სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის კა­ნო­ნე­ბის არ ცოდ­ნა, იმი­ტომ, რომ ასე­თი შე­მო­სავ­ლით ვე­რა­ვინ ვერ იხე­ი­რებს, ვე­რა­ნა­ირ სარ­გე­ბელს ვერ მი­ი­ღებს, არა­მედ პი­რი­ქით, ასე­თი შე­მო­სა­ვა­ლი სას­ჯე­ლი ხდე­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ასე­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, ვინც ამ გზით იღებს შე­მო­სა­ვალს.

მე ახლა აღარ ჩა­მოვ­თვლი, არ­სე­ბობს ბევ­რი ამის გზე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. და მეტ­საც გე­ტყვით წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მა­მე­ბის სწავ­ლე­ბით, არა მხო­ლოდ ის ის­ჯე­ბა, ვინც აი ამ გზით იღებს შე­მო­სა­ვალს, არა­მედ უფრო მე­ტად ღვთი­სა­გან ის­ჯე­ბა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელს უწყობს და ახა­ლი­სებს აი ამ ცოდ­ვის არ­სე­ბო­ბას და ამ ცოდ­ვის ჩა­დე­ნას.

ასე რომ, აი ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, კარ­გად და­ვიხ­სო­მოთ ეს უფ­ლის იესო ქრის­ტეს სი­ტყვე­ბი, რომ თუ ვინ­მეს უნდა მე გა­მომ­ყვეს, უარ­ყოს თავი თვი­სი, აი­ღოს თა­ვი­სი ჯვა­რი და მე შე­მო­მიდ­გეს”, – გა­ნა­ცხა­და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა შიო მე­სა­მემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები