ჯენიფერ ლოურენსის ახალი ფოტოსესიამ სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მსახიობი ჟურნალ The Cut-ის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდა, თუმცა საზოგადოების ყურადღება არა მისმა სტილმა, არამედ შეცვლილმა გარეგნობამ მიიპყრო. ბევრი ფიქრობს, რომ 36 წლის ვარსკვლავი რადიკალურად განსხვავებულად გამოიყურება, რაც პლასტიკური ჩარევებითაა გამოწვეული.
The Cut-თან ინტერვიუში ლოურენსმა გულწრფელად ისაუბრა საკუთარ გარეგნობაზე და დაადასტურა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ მომავალში სახის ლიფტინგის გაკეთებაზეც ფიქრობს. მიუხედავად ამისა, მისი ახალი ფოტოების ნახვის შემდეგ, ბევრმა ივარაუდა, რომ ვარსკვლავმა სხვა პროცედურებსაც მიმართავდა, მათ შორის ბლეფაროპლასტიკას.
„დააპატიმრეთ მისი პლასტიკური ქირურგი!“, – წერენ კომენტარებში.
