LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში…“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს

285
2026-08-31_22-26-37_219283

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ბავშვებში დაბალ ჰემოგლობინზე ამახვილებს ყურადღებას და მშობლებს მიმართავს.

„დაბალი ჰემოგლობინი ბავშვებში…რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ჰემოგლობინი სისხლის მნიშვნელოვანი კომპონენტია,რომლის მეშვეობითაც ჟანგბადი მიეწოდება სხვადასხვა ქსოვილებს…. მისი დაქვეითება ხშირად ანემიის ნიშანია, ბავშვებში კი ყველაზე გავრცელებული ანემიაა-რკინადეფიციტური ანემია…

ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი, ადვილად იღლებოდეს, ჰქონდეს სისუსტე, გაღიზიანებადობა, მადის დაქვეითება, ძილიანობა, თავის ტკივილი ან გულისცემის აჩქარება. პატარა ასაკში ხანგრძლივმა რკინის დეფიციტმა შესაძლოა ყურადღებასა და განვითარებაზეც იმოქმედოს.

დაბალი ჰემოგლობინის აღმოჩენისას მხოლოდ რკინის პრეპარატის დანიშვნა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილება არ არის. საჭიროა მიზეზის გარკვევა, სისხლის საერთო ანალიზის შეფასება და საჭიროების მიხედვით ფერიტინისა და რკინის ცვლის სხვა მაჩვენებლების განსაზღვრა,ამ გადაწყვეტილებას კი ღებულობს ექიმი პეტიატრი ან ჰემატოლოგი…

კვებაში მნიშვნელოვანია რკინით მდიდარი პროდუქტები-ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები და მწვანე ბოსტნეული. თუმცა დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის დროს მხოლოდ კვება ხშირად საკმარისი არ არის და ექიმი ნიშნავს რკინის პრეპარატს შესაბამისი დოზითა და ხანგრძლივობით.

ჩვენ ანემიას მხოლოდ ციფრებით არ ვუმკურნალებთ,მთავარია გავარკვიოთ, რატომ დაიკლო ჰემოგლობინმა…ამის გარკვევა კი მხოლოდ ექიმს შეუძლია შესაბამის კვლევებზე დაყრდნობით“, – წერს ინგა მამუჩიშვილი.

„თუ ბავშვი კოჭლობს, ახლავს შეშუპება, სიწითლე, ცხელება, უჩვეულო დაღლილობა, სისხლჩაქცევები ან წონის კლება, უკვე სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ…“ – რას ამბობს პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ბავშვებში „ზრდის ტკივილებზე“

როგორ ავირიდოთ ბავშვი ზედმეტ ტკბილეულს? – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვირჩევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები