LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიანა როსი 20 წლიანი პაუზის შემდეგ ავსტრალიაში ბრუნდება – ლეგენდარული მომღერალი სიდნეიში ექსკლუზიურ შოუს გამართავს

170
photo-collage.png (2)

პოპ და სოულ მუსიკის ლეგენდა, 82 წლის დაიანა როსი პირველად ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ავსტრალიაში ბრუნდება. ის ექსკლუზიურ კონცერტს სიდნეიში გამართავს.

საკულტო შემსრულებელი ჰედლაინერის სტატუსით წარდგება ახალ საკონცერტო სერიაზე – Sydney Summertime, რომელიც სენტენიალ პარკში მოეწყობა. დაიანა როსის გრანდიოზული შოუ 2027 წლის 5 მარტს არის ჩანიშნული.

სპეციალური მოწვეული სტუმრის სტატუსით საღამოს ბრიტანული ელექტრონული მუსიკის დუეტი, Groove Armada გახსნის, რომელიც მსმენელის წინაშე DJ სეტით წარდგება.

დაიანა როსის გარდა კონცერტების სერიის მთავარი შემსრულებელები როკ-ჯგუფები – The Strokes და Kings of Leon იქნებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები