„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.
„რუსული რეჟიმის მიერ სუფთა ფურცლის გამო დაკავებებს ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ „სუფთა ფურცლის ინიციატივით“ თუ არ უპასუხა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს. დაიწყეთ ერთმანეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან!
დაივიწყეთ ურთიერთწყენები და ურთიერთპრეტენზიები!
შეეშვით წარსულს და მუდმივად უკან ნუ იხედებით!
კონცენტრირდით მომავალზე და იარეთ მხოლოდ წინ!
საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა!
ძირს ბელოგრუზია! დიდება საქართველოს!“, – წერს გვარამია.
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს ხელში თეთრი ფურცლები უჭირავთ და 2 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ.
აქციის მსვლელობასთან ერთად ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გასულ ღამეს, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობას და სასამართლოში მსაჯულის გამოცხადებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.
დაკავებული იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გასულ ღამეს სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს – შსს
„მოვუწოდებთ შსს-ს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები“ – NGO-ების განცხადება