LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია არაჯანსაღი საკვების რეკლამას აკრძალავს

109
დანია არაჯანსაღი საკვების რეკლამას აკრძალავს

დანიაში გეგმავენ სრულიად აკრძალონ ფასტფუდის, ჩიფსების და გაზიანი სასმელების რეკლამა, რომელიც 15 წლამდე ბავშვებზეა ორიენტირებული. სიახლის შესახებ the Local წერს.

ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს მხოლოდ არაოფიციალური შეზღუდვა, რომელიც  მსგავსი პროდუქტების რეკლამას 13 წლამდე აუდიტორიისთვის კრძალავს. თუმცა, ბევრი მწარმოებელი სხვადასხვა გამოსავალს პოულობს – ბლოგერებთან თანამშრომლობს ან სოც-ქსელებში აქციებს ატარებს, რითაც წესებს გვერდს უვლის.

ახალი კანონი შეეხება ყველა სახის რეკლამას — სატელევიზიოს, სოც-ქსელებს და პოპულარულ TikTok-ბლოგერებთან თანამშრომლობასაც კი. კანონის დამრღვევები დაჯარიმდებიან, ხოლო პლატფორმებს  პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ეს ინიციატივა არის სახელმწიფო პროგრამის ნაწილი, რომელიც ბავშვთა სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჯანსაღი კვების ჩვევების ფორმირებას ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები