LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიშნულებები, სადაც არასდროს დავბრუნდებოდი“ – გამოცდილმა მოგზაურმა პოპულარული ადგილები შეაფასა

104
„დანიშნულებები, სადაც არასდროს დავბრუნდებოდი“ - გამოცდილმა მოგზაურმა პოპულარული ადგილები შეაფასა

გამოცდილმა ამერიკელმა მოგზაურმა ხუთი პოპულარული ტურისტული მიმართულება ფრაზით „არასდროს დავბრუნდებოდი“ შეაფასა. ამის შესახებ მან TikTok-ზე ისაუბრა, წერს Daily Mail-ი.

ევას თქმით, მის სიაში მოხვედრილი ადგილების ნაწილი თაღლითების დიდი რაოდენობით და ტურისტების შევიწროებითაა ცნობილი, ზოგი კი უბრალოდ მოსაწყენია. მაგალითად, კანარის კუნძულებზე, მისი თქმით, „საერთოდ არაფერია საინტერესო“. „პლაჟები მშვენიერია, მაგრამ ძალიან მალე გბეზრდება. არ გირჩევთ იქ სამ დღეზე მეტი დარჩეთ“, – აღნიშნა მოგზაურმა.

მეორე ადგილი, სადაც ევა უკან დაბრუნებას არ აპირებს, ლოს-ანჯელესია – ის მას „ბნელ ენერგიად“ აღიქვამს და ქალაქი დამთრგუნველადაც მიაჩნია.

ეგვიპტური კურორტი ჰურგადაც იმედგაცრუება აღმოჩნდა, ადგილობრივი მამაკაცების მხრიდან ზედმეტი ყურადღების და შევიწროების გამო – ისევე, როგორც ინდოეთის დედაქალაქი დელი.

და ბოლოს, ევამ ძალიან „უწყინარ და უსულო ადგილთა“ შორის დუბაი უპირობო ლიდერად დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები