”ვენდისის” რესტორნების ქსელში გაყიდვების მაჩვენებლით ”დანკინური ხაჭაპური” პირველ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხაჭაპურის რეალიზაცია ამერიკული რესტორნების ქსელმა ათი დღის წინ დაიწყო.
”არ ვიცი როგორ, მაგრამ დავარწმუნეთ ამერიკული მხარე ”დანკინ დონატსი” რომ ჩვენ ქსელში მოხვედრილიყო ქართული ხაჭაპური. ბევრი ხაჭაპური ვაჭამეთ ამერიკელებს, როცა საქართველოში იყვნენ ჩამოსული და ძალიან მოეწონათ. გასული კვირის ბოლოს გავაკეთეთ პირველი 10 დღის რეალიზაციის მატრიცა, შევაფასეთ, რა იყო ყველაზე გაყიდვადი და პირველი ადგილი ხაჭაპურმა დაიკავა. თუ მოხდა ამ პროდუქტის ძალიან სერიოზული პოპულარიზაცია საქართველოში, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს პროდუქტი მოხვდეს ”დანკინ დონატსის” ქსელში სხვადასხვა ქვეყანაში” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, ამერიკული რესტორნების ქსელს ახლა უკვე მეორე ინოვაციაც აქვს. დაახლოებით ერთი კვირის წინ ქსელში ”ბადაგის” მიერ წარმოებული ჩურჩხელის რეალიზაცია დაიწყო.
