ნუკი კოშკელიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამომწერები დააინტრიგა და დაწერა, რომ მალე მაგარ ამბავს გაუმხელდა და ბევრს გააბედნიერებდა.
ამ დამაინტრიგებელ ანონს ნუკიმ მეტი კონკრეტიკა დღევანდელი პოსტით შესძინა. ის გულშემატკივრებს შეჰპირდა, რომ 21 მაისს „ლაივ“ ჩართვით გაიგებენ ამ ახალ ამბავს. პოსტს მან შავ-თეთრი ფოტოც დაურთო, თუმცა არის თუ არა ესეც მინიშნება, არ დაუკონკრეტებია.
„დასრულდა ინტრიგანობა! შაბათს 21 მაისს, საღამოს 22:00 საათზე (თბილისის დროით) ლაივ ჩართვა ინსტაგრამზე, მოგიყვებით ყველაფერს!!! ვუპასუხებ ყველა კითხვას! მოემზადეთ საოცარი “ნიუსი” გელოდებათ!!! არა ორსულად არ ვარ, არც საქართველოში გადმოვდივარ, არც ფილმში მიღებენ,არც კოსმეტიკას არ უკავშირდება, არც კარიერას, არც არაფერს, რაც კომენტარებში წავიკითხე! უყურეთ ლაივს და გაიგეთ პირველმა!!!“- წერს კოშკელიშვილი.
გამომწერები ნუკის პოსტზე ახალ ვერსიად ქმართან დაშორებას ასახელებენ.
ბენს დაშორდი?; განქორწინება?; ბენს არ დაშორდეთ – უწერენ გულშემატკივრები.
სხვა ვერსიებს შორის არის გაცნობის საიტის გაკეთება, რეალითი შოუ, საქორწინო კაბების მაღაზია და ქორწილი ლაივში.
