დაკოტა ჯონსონმა და ალექსანდერ სკარსგარდმა Valentino-ს ახალი სუნამოს რეკლამაში მიიღეს მონაწილეობა.
60-წამიან სარეკლამო რგოლში, რომლის ფონადაც Pet Shop Boys-ის 1987 წლის ჰიტი, It’s A Sin ჟღერს, მსახიობები მთის გზაზე ავტომობილით გადაადგილდებიან.
სიუჟეტის განმავლობაში მათი რომანტიკული თავგადასავალი სხვადასხვა ადგილას გრძელდება, სანაპიროზე, მინდორში, აეროპორტის ასაფრენ ბილიკსა და მისაღები ოთახის იატაკზეც კი.
რგოლის დასასრულს ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ფრაზას, The scents of unstoppable passion, „დაუძლეველი ვნების სურნელი“.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ მედიაში საუბრები არ წყდება დაკოტასა და ალექსანდერის შორის არსებულ თვალსაჩინო ქიმიაზე.
„კრის მარტინის დასავიწყებლად არ გამოადგა და მიატოვა“ – დაკოტა ჯონსონი და ტაკერ პილსბერი დაშორდნენ
