LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაურ ბუავა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

127
დაურ ბუავა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.

„ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.

თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფონ მინისტრის აპარატის სამძიმარში.

ცნობისთვის, ბლოგერი დაურ ბუავა 28 აგვისტოს საცოხვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა საქმეზე ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს

პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები