UFC-ის ქართველი ვარსკვლავი ილია თოფურია საქართველოში იმყოფება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
სპორტსმენმა ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც დიდგორის მონუმენტთანაა გადაღებული.
„დავბრუნდი იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო… წარსულის გასახსენებლად კი არა, არამედ იმისთვის, რომ მახსოვდეს… მატადორი ბრუნდება” – წერს ილია თოფურია.




