„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადეთ 41, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძის განცხადებით, „დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია“.
„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც ეს შეუძლია, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება და სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილნი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა ნახეთ თითოეული მათგანის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“, – აცხადებს კახა კალაძე.
დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება. მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს, ჩვენს…
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on შაბათი, 26 ოქტომბერი, 2024