LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ციფრი: რამდენი ახალი ავტომობილი გაიყიდა 2025 წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში?

108
რამდენი ახალი ავტომობილი გაიყიდა 2025 წლის დასაწყისში მთელ მსოფლიოში

2025 წლის პირველ თვეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6,7 მილიონი მსუბუქი ავტომობილი გაიყიდა. ასეთ მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია GlobalData ავრცელებს. სტატისტიკის მიხედვით, იანვარში მსოფლიო ავტო ბაზარი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,9%-ით გაიზარდა და 6 782 098 ერთეული შეადგინა. ყველაზე მეტ მსუბუქ ავტომობილს ჩინეთში ყიდულობდნენ, მეორე ადგილზე აშშ გავიდა და ლიდერთა სამეულს დასავლეთ ევროპა ასრულებს.

ჩინელებმა წლის დასაწყისში 1 963 464 მანქანა შეიძინეს, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 1,4%-ით უფრო მეტია. ახალი მანქანების გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 4,5%-ით უფრო მეტი იყო და 1 108 924 ერთეული შეადგინა. დასავლეთ ევროპის ბაზრებზე კი საერთო შედეგი 1 008 694 გაყიდული ავტომობილი იყო, რაც 2024 წლის იანვართან შედარებით 3,2%-ით უფრო ნაკლებია. ხოლო რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, წლის დასაწყისში გაყიდვები პირიქით შემცირდა, 2,9%-ით და 288 524 ერთეული შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები