LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1-ლი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

737
მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში პიკს 10:22 საათზე მიაღწევს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს აგრესიის გამოვლენა, მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებების. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებების და შეცდომების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალი ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, სპორტული ნაწარმის და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის, გამოფენების და საზეიმო ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ხორციანი კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ფირუზი, გიშერი, საფირონი, ქარვა და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები