ხვალინდელი მზის დაბნელების წინ დღევანდელი დღეც რთული და პროვოკაციული იქნება, მოერიდეთ კამათს, სხვათა განკითხვას და გაკიცხვას. მოიმატებს ჭორებისა და ინტრიგების, დაბეზღებისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და კრემისფერი, ასევე გიშერი, აქატი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.