LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1642
მიხეილ ცაგარელი

პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ამ პერიოდში, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს არასასურველი ავარიებისა და ტრავმების მიზეზი, დღე ასევე გეომაგნიტური და ტრავმულ-ავარიულია და ამ მხრივ ყურადღებით იყავით. აკონტროლეთ აზრები და ემოციები. ნუ იქნებით პარტნიორულ ურთიერთობებში ზედმეტად კრიტიკული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია საფინანსო მოქმედებებისთვის, სწავლისთვის, ვაჭრობისთვის, აუდიტისთვის, დიეტის დასაწყებად. მანიკურისა და პედიკურისთვის, თმის შესაჭრელად.

დღე ნეგატიურია სიყვარულისა და ქორწინებისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე ფერის იასპი, მალაქიტი, აქატი ონიქსი და ოპალი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმოსურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმლის შერჩევისას, თუნდაც მცირეოდენი შტრიხით პრიორიტეტი მივანიჭოთ ვერცხლისფერს, ყვითელს, მწვანეს, ნარინჯისფერს. ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას და შარმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები