ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება. არ აჰყვეთ ემოციებს და პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწიოთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად, სიტუაციის შესაბამისად მოქმედება.
არ ღირს გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
თავი შეიკავეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისგან, რადგან მაღალია ინტრიგების და პროვოკაციების ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ სარკაზმს და ცინიზმს, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და პარტნიორის ზედმეტად გაკრიტიკება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ძველი საქმეების დასრულებისა და სამომავლო გეგმების შემუშავებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, ბრინჯით და ზღვის პროდუქტით. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ბეჟი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე გიშერი, აქატი, მალაქიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.