პლანეტა სატურნის დირექტულობა მანამდე არსებულ ყველა შეზღუდვასა და დაბრკოლებას გაანეიტრალებს. გამარტივდება იდეების რეალიზაცია, ადამიანებთან ურთიერთობა და საერთო ენის მოძიება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს სარისკო მოქმედებები და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფარისებრ ჯირკვალს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ზურმუხტი, გიშერი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.
აუდიოჩანაწერი